მთავარისიახლეებიუკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

Published on

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც საწყობში ხანძარი გაჩნდა.

კრასნოდარის გარდა, უკრაინულმა ძალებმა Wildberries-ის საწყობს ქალაქ ნევინომისკშიც შეუტიეს, სადაც ასევე ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს საწყობები რუსულ ჯარს ამარაგებდნენ დრონების კომპონენტებითა და ნავიგაციის აღჭურვილობით.

თვითმხილველების ინფორმაციით, 22 ივლისის ღამის განმავლობაში 20-30 აფეთქების ხმა გაისმა. მათივე თქმით, საჰაერო განგაშის სირენა მხოლოდ ინციდენტის შემდეგ ჩაირთო, ისიც დაახლოებით 2 წუთით, შემდეგ კი გაითიშა.

მედიის ინფორმაციით, კომპანიის ეს 2 ლოგისტიკური ცენტრი Wildberries-ის ყველაზე დიდ საწყობებს შორისაა.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....