მთავარისიახლეებიმსოფლიოოკუპირებულ ბერდიანსკში კოლაბორანტი მოსამართლე მანქანაში ააფეთქეს

ოკუპირებულ ბერდიანსკში კოლაბორანტი მოსამართლე მანქანაში ააფეთქეს

Published on

ოკუპირებულ ბერდიანსკში ლიკვიდირებულია სამშობლოს მოღალატე მოსამართლე, წარმოშობით უკრაინელი ვიტალი ლომეიკო. სწორედ ის იჯდა ავტომანქანაში, რომელიც პარტიზანებმა ააფეთქეს. ინფორმაცია უკრაინის სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა. 

ვიტალი ლომეიკო ოკუპირებული ბერდიანსკიდან არ გამოვიდა, როცა იქ რუსი ოკუპანტები შევიდნენ და მეტიც, მან მზადყოფნა გამოთქვა, ოკუპანტებთან ეთანამშრომლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტთა სადამსჯელო გადაწყვეტილებებისა და რეპრესიების იუიდიულად გამფორმებელი მოსამართლე გახდა. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ კოლაბორანტს პარტიზანებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ოპერაცია დაამუშავეს და განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. 

“მან გადადგა კოლაბორანტული ნაბიჯი და დაიწყო თანამშრომლობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან, რითაც დაარღვია ფიცი საომარ პირობებში. ლომეიკოს სახელი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკავშირდება უკრაინელთა დევნასა და წამებას, რასაც ის რუს ოკუპანტებს, ფაქტობრივად, მწვანე შუქს უნთებდა”, – ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს განცხადებაში.

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...