მთავარისიახლეებისაზოგადოებაისრაელმა ანტონიო გუტერეში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

ისრაელმა ანტონიო გუტერეში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

Published on

ისრაელმა გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში„პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ისრაელის საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით ანტონიო გუტერეშის გამოხმაურებაზე პასუხს წარმოადგენს.

„მან ირანი სახელით ვერ მოიხსენია და ირანის აგრესია კატეგორიულად ვერ დაგმო. ის, ვინც ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ირანის საშინელ თავდასხმას ვერ გმობს, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, ისრაელის მიწაზე ფეხის დადგმას არ იმსახურებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...