მთავარისიახლეებიInsider: მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს; უჩიოდა მუცლის ტკივილს, ღებინებას...

Insider: მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს; უჩიოდა მუცლის ტკივილს, ღებინებას და კრუნჩხვებს

Published on

გამოცემა Insider-ის ცნობით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის კოლონიაში მოწამვლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოიპოვეს. გამოცემა წერს, რომ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასობით ოფიციალურ დოკუმენტს მიაგნეს, რომლებიც სწორედ ნავალნის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული.

მასალებიდან გამომდინარე, ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ დოკუმენტებიდან სპეციალურად ამოიღო ჩანაწერები იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ ემთხვევა – ნავალნი უჩიოდა მუცლის ტკივილს, ღებინებას და კრუნჩხვებს – თუმცა მოგვიანებით ხელისუფლებამ ეს ცნობები დოკუმენტებიდან ამოიღო – აღნიშნავს Insider

„სიკვდილის ოფიციალური მიზეზი – გულის რითმის დარღვევა – არანაირად არ ხსნის იმ სიმპტომებს, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ დოკუმენტებში: მუცლის მწვავე ტკივილი, ღებინება და კრუნჩხვები. ასეთი სიმპტომები ძნელად აიხსნება სხვა რამით, გარდა მოწამვლისა“, – თქვა რეანიმატოლოგმა ალექსანდრე პოლუპანმა, რომელიც ნავალნის 2020 წელს ნოვიჩოკის მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

Insider-ის ცნობით, მისი ეს სიტყვები სხვა ექიმებმაც დაადასტურეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბლოგერი ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში 16 თებერვალს დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გარდაცვალების გამოძიებაზე უარი თქვა. ოფიციალურ ვერსიად კი “ბუნებრივი სიკვდილი” დასახელდა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...