მთავარისიახლეებიკულტურადღეს 14:00 საათიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

დღეს 14:00 საათიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

Published on

დღეს 14:00 საათიდან  იწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლისათვის.    
 
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა, რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად. 
 
მისი თქმით, “პირველ ეტაპზე, 2018 წლის 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, დარეგისტრირდებიან ის პირველკლასელები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამავე სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში; პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.
 
მეორე ეტაპზე ხდება საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 2018 წლის 8 მაისს დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.emis.ge ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით. პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
 
მესამე ეტაპი არის 2018 წლის 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით. ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან სკოლის ბაზებში, ანუ სკოლაში უნდა მივიდეს მშობელი და ბავშვი დაარეგისტრიროს გამოთავისუფლებულ ადგილებზე. ასევე, სკოლაში უნდა მივიდნენ ის მშობლები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ლია გიგაურმა. 
 
, სავალდებულო დოკუმენტები, რომელიც მშობელმა უნდა წარადგინოს, არის – მშობლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას როგორც საცხოვრებელი ადგილის, ასევე მშობლის რეკვიზიტების შესახებ – ეს იქნება სამუშაო ადგილი ა თუ ტელეფონის ნომერი.
 
„მნიშვნელოვანია თითოეულმა მშობელმა დროულად მოამზადოს დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და წარადგინოს სკოლაში“, – განაცხადა ლია გიგაურმა. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...