მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საქართველოში მოხდება ხელისუფლების ცვლილება და საქართველო დაბრუნდება ევროპის რუკაზე" - მიხეილ სააკაშვილი

“საქართველოში მოხდება ხელისუფლების ცვლილება და საქართველო დაბრუნდება ევროპის რუკაზე” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში მოხდება ხელისუფლების ცვლილება და საქართველო დაბრუნდება ევროპის რუკაზე.„ჩვენ ვემზადებით დიდი ცვლილებებისთვის საქართველოში. ხედავთ, როგორი სიტუაციაა, როგორ კარგავს საქართველო დროს. გუშინ უნგრეთში ისევ გაიმარჯვა დიდი უპირატესობით ჩემმა პირადმა მეგობარმა და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტნიორმა ორბანმა. პოლონეთს მართავენ ჩვენი პარტნიორები, რომლებთანაც გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, ბოლოს და ბოლოს ამერიკაში ზის ტრამპი, რომელიც იყო ნამყოფი საქართველოში, ახორციელებდა პროექტს, რომელიც გააჩერა ივანიშვილმა და ტრამპს აფერისტი ეძახა. ჩვენ გვყავს მთავრობაში ოლიგარქი, რომელიც მიუღებელია ყველა იმ ხალხისთვის, ვინც ახლა რაღაცას წყვეტს და ქმნის ახალ ტრენდს ევროპაში“, – განაცხადა სააკაშვილმა. 
მისივე თქმით, ქვეყანას აღარ აქვს დასაკარგი დრო, რადგან საქართველო იცლება და ნადგურდება. „საქართველოში მალე აღარ დარჩება ხალხი, საქართველოს აღარ ექნება მომავალი. ამიტომ ზუსტად ისე, როგორც გააკეთეს უნგრელებმა, ზუსტად ისე, როგორც გააკეთეს პოლონელებმა, ის ტიპაჟები, ვინც ანადგურებენ, უნდა გაიწიონ საქართველოდან და მოვიდეს ეროვნული მთავრობა, რომელიც დაამთავრებს ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას რუსეთიდან მოვლენილი ბოროტების, ივანიშვილის სახით. ამ მხრივ რა თქმა უნდა ევროპარლამენტში გვყავს ბევრი პარტნიორი. ჩვენც ვამზადებთ ამათ იმისთვის, რომ საქართველოში მოხდება ხელისუფლების ცვლილება და საქართველო დაბრუნდება ევროპის რუკაზე. ალტერნატივა არ გვაქვს. თვალსა და ხელს შუა გვეცლება ქვეყანა. საქმე იმაშია, რომ უბრალოდ ხეებს კი არ თხრიან, ქვეყანა მოთხარეს. ქვეყანას აღარ ჰყავს არამხოლოდ პატრონი, ქვეყანას აღარ აქვს მომავალიც. ამიტომ ამ სიტუაციაში ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს საქართველო“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა. 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...