მთავარისიახლეებიმსოფლიო"ქართული ოცნების" ლიდერების ადგილი დემოკრატიული სამყაროს ლიდერების გვერდით არ არის - ჭიაბერაშვილი

“ქართული ოცნების” ლიდერების ადგილი დემოკრატიული სამყაროს ლიდერების გვერდით არ არის – ჭიაბერაშვილი

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო. მისი თქმით:

“სამწუხაროდ, არაფერია მოულოდნელი იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძესთან დაკავშირებით მიიღო. სრულიად ნათელია, რას წარმოადგენს დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება, ეს ანტიქართული, მაფიოზური დაჯგუფება.  ბუნებრივია, მათთან ყოველგვარ კონტაქტს წყვეტს ცივილიზებული სამყარო, სრულიად ნათელია, რა პოზიცია აქვთ ქართველი ხალხის ურყევ მეგობრებს – შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს.

ერთადერთი, რაც ახლა არის გასარკვევი, ისაა, რა მოხდება 26 ოქტომბერს და აქაც, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, თანდათან ცხადი ხდება, რომ “ქართული ოცნება” ამ არჩევნებში მარცხდება.

ეს არის მკაფიო, ამიტომ აშშ-ის ყველა გადაწყვეტილება უნდა იქნას აღქმული შემდეგნაირად, რომ ის, ვინც ეწინააღმდეგება (ამ შემთხვევაში “ქართული ოცნება”, როგორც ანტიქართული მაფიოზური დაჯგუფება) ქართველი ხალხის ინტერესებს, მისი ადგილი დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ლიდერების გვერდით არ არის.

ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა საქართველოსთვის, მაგრამ ფაქტია და 26 ოქტომბერს აუცილებლად შეიცვლება”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, ამერიკის ხმის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ირაკლი კობახიძეც ეწერა, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული მიწვევა მას გაუუქმდა. ამასთანავე, ამერიკის ხმის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციაში უარი თქვეს საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე, ხოლო კობახიძესთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმაც.

ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გააუქმა, შეხვედრაზე უარი თქვა ჯეიკ სალივანმაც

სიახლეები

“ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას” – ზელენსკი

"ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი....

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტია იმარჯვებს

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი რუმენ რადევის პარტია იმარჯვებს | წერს Deutsche...

დაკავებულია ISIS-ში გაწევრიანებული საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე – სუსი

ბათუმში უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტული ორგანზიაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანების...

ომბუდსმენი: 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა

2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად...