მთავარისიახლეებიპოლიტიკა20 ივნისზე აუცილებლად დადგება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები - ფავლენიშვილი

20 ივნისზე აუცილებლად დადგება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები – ფავლენიშვილი

Published on

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო და საქმეები განსახილველად დიდ პალატას გადასცა, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა:

“ოკუპანტთან ბოდიშის მომხდელი ანტიქართული ივანიშვილის “ქართული ოცნების” ყველა დანაშაულზე, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დანაშაულზე, 20 ივნისზე აუცილებლად დადგება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით.

ის ადამიანები, რომლებიც არიან დაზარალებულები, მათ შორის, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ანტისაოკუპაციო აქციაზე და დაშავდნენ, მიიღებენ სესაბამის კომპენსაციას და, რა თქმა უნდა, ოკუპანტებთან ბოდიშის მომხდელი და კოლაბორანტი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩამსმელი “ოცნების” ხელისუფლება აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს 26 ოქტოომბრის არჩევნებზე”, – თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...