მთავარისიახლეები"უკრაინის ომის შემდგომი მიმდინარეობა ამ შემოდგომაზე გადაწყდება" -ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

“უკრაინის ომის შემდგომი მიმდინარეობა ამ შემოდგომაზე გადაწყდება” -ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

Published on

უკრაინის ომის შემდგომი მიმდინარეობა ამ შემოდგომაზე გადაწყდება – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ჩვენ ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. ახლა მივდივართ პენსილვანიაში, სპეციალური ვიზიტით. შემდეგ ნიუ-იორკში, ვაშინგტონში. სწორედ ამ შემოდგომაზე გადავწყვეტთ, რა იქნება შემდეგ ამ ომში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ეს ჩვენ გამარჯვებას, საერთო გამარჯვებას სჭირდება, – ჭეშმარიტად სამართლიანი სამყაროსთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ თვითმფრინავში გადაღებულ ვიდეოში.

ზელენსკის თქმით, ვიზიტის დროს უკრაინის პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს უკრაინის გამარჯვების გეგმა გადაეცემათ. ის ასევე წარედგინება კონგრესს და შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს.

მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან პენსილვანიაში მოინახულა ქარხანა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის საარტილერიო ჭურვები მზადდება.

“სკრანტონი, პენსილვანია. ქარხანა, რომელიც აწარმოებს საარტილერიო ჭურვებს. 155 კალიბრის. ახლა – ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, არა მხოლოდ უკრაინას”, – დაწერა ზელენსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ ქარხანა გაზრდის უკრაინის საბრძოლო მასალის წარმოებას და მადლობა გადაუხადა ქარხნის ყველა თანამშრომელს.

სიახლეები

ვერაზე სროლის შედეგად სამი დაჭრილიდან ერთი გარდაიცვალა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

17 წლის ბიჭი, რომელიც კიდევ სამ ბიჭთან ერთად ვერაზე, ხორავას ქუჩაზე ატეხილი უმისამართო სროლის...

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...