მთავარისიახლეებიGeorgia’s Environmental Outlook-GEO როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ფუნქციონირებას აჩერებს - მიზეზი რუსული კანონია

Georgia’s Environmental Outlook-GEO როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ფუნქციონირებას აჩერებს – მიზეზი რუსული კანონია

Published on

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO, რომელიც გარემოსდაცვით საქმიანობას 2015 წლიდან ეწეოდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ფუნქციონირებას აჩერებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მიზეზად რუსული კანონი სახელდება. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი მუშაობას გააგრძელებენ როგორც შპს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ნაბიჯით ეზღუდებათ ქვეყნისთვის საჭირო არაერთ პროექტში მონაწილეობის საშუალება.

“ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO გარემოსდაცვით საქმიანობას 2015 წლიდან ეწეოდა.ამ დროის განმავლობაში დონორი ორგანიზაციების დახმარებითა და საჯარო სტრუქტურების ჩართულობით განვახორციელეთ არაერთი გარემოსდაცვითი პროექტი ქვეყნის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად.

დაარსების დღიდან, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მცირედი წვლილი მაინც შეგვეტანა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებასა და ისეთი სტანდარტების დამკვიდრებაში, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას. თუმცა, GEO-ს გუნდი მუშაობას გააგრძელებს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – GEO Outlook LLC. ცხადია, ამ ნაბიჯით გვეზღუდება ქვეყნისთვის საჭირო არაერთ პროექტში მონაწილეობის საშუალება, თუმცა ჩვენი გუნდი ახალი სახელითა და ახალი იურიდიული ფორმით, შესაძლებლობების ფარგლებში, გააგრძელებს გარემოსდაცვით საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად,” – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...