მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ასამდე ადამიანი სწორედ პოლიციელების თანდასწრებით დაგვესხა თავს", - ანა წითლიძე შს მინისტრს...

“ასამდე ადამიანი სწორედ პოლიციელების თანდასწრებით დაგვესხა თავს”, – ანა წითლიძე შს მინისტრს მიმართავს

Published on

„მივმართავ შს მინისტრს გომელაურს – გუშინ, პირველი თავდასხმიდან ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, თქვენი პოლიციელები აღმოჩნდნენ უძლური, რადგან ასამდე ადამიანი სწორედ პოლიციელების თანდასწრებით დაგვესხა ჩვენ თავს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ამ თავდასხმებით ვერ შეგვაშინებთ! – განაცხადა ზუგდიდის ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ 19 სექტემბერს, ბარამიას ქუჩაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

ანა წითლიძის განცხადებით – “ მე მინდა მივმართო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გომელაურს – გუშინ, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე, პარტიის შტაბის წევრებზე საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ჩვენ მშვიდად ვარიგებდით ფლაერებს და ვესაუბრებოდით მოსახლეობას, მოხდა ორგანიზებული თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობდა ასზე მეტი ქართული ოცნების “ტიტუშკა”, მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები.

ეს ადამიანები? რომლებიც გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი ახალგაზრდულის წევრებს, რომლებიც ფიზიკურად გამისწორდნენ მე და რაც ყველაზე საშიშია ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას – ქალებს, ბავშვებს, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენს დასაცავად, ეს ადამიანები გუშინ იყვნენ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

მე ხელში მიჭირავს ყველა ის ადამიანი, ვინც გუშინდელი თავდასხმა დააორგანიზა ჩვენზე და გაშიფრული გვყავს იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც გუშინ უმოწყალოდ გვისწორდებოდნენ ადგილზე. ბატონო მინისტრო, ეს ადამიანი არის თქვენი ნათესავი – შოთა ბაჯალაძე, რომელთანაც თქვენ გაკავშირებთ ნათლია მირონობა, ეს ადამიანი უშუალოდ მონაწილეობს კრიმინალური დაჯგუფებების ორგანიზებაში, უშუალოდ მონაწილეობდა გუშინ ამ თავდასხმის ორგანიზებაში.

ეს ადამიანი ნარკოტიკულ ნივთიერებებს არიგებს, რომ მერე სწორედ მსგავსი ტილის ძალადობა მოაწყონ ოპოზიციის ლიდერებზე და თავდამსხმელებზე. ასეთი კიდევ ერთი ადამიანია გიორგი მოსუა, რომელიც ზუგდიდში არის აიპ-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილე, რომელიც გუშინ ფიზიკურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს და ეს კადრებიც არსებობს. კიდევ ერთი ადამიანი, დიმა გოგოხია, ოცნების “ტიტუშკა”.

ამ ადამიანს აქვს პირობითი, ნასამართლებია ჩასარიცხის აპარატის ქურდობაზე, ეს ადამიანი გუშინ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მოქმედებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს. თეონა ქარდავა, ეს არის 20 ლარიანი სუსის აგენტი, რომელიც არის ირაკლი კობახიძის სიძის, დავით ფაცაციას მიერ კონტროლირებული პირი, ეს ქალბატონი მუშაობს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში ზუგდიდში და უშუალოდ კობახიძის სიძე დავით ფაცაცია აკონტროლებს. რამაზ ბახმაია, ვითომ “ძველი ბიჭი”, სინამდვილეში ხელისუფლების “ნასედკა”, რომელიც ასევე იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და ფიზიკურად უსწორდებოდა ადამიანებს.

დათა სართანია, ასევე ვითომ “ძველი ბიჭი”, ამ დროს ხელისუფლების “ნასეტკა”, რომელიც ასევე იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ამ ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერება, სანამ ჩვენთან მოვიდოდნენ, დაურიგა თქვენმა თანამშრომელმა, შოთა ბაჯალაძემ, რომელიც არის თქვენი გენ ინსპექციის თანამშრომელი, იმყოფება ზუგდიდში და აორგანიზებს ყველა თავდასხმას.

მე ახლა მოგმართავთ თქვენ – გუშინ, თქვენი პოლიციელების თვალწინ, რადგან პირველი თავდასხმიდან ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, თქვენი პოლიციელები აღმოჩნდნენ უძლურნი, რადგან ასამდე ადამიანი სწორედ პოლიციელების თანდასწრებით დაგვესხა ჩვენ თავს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ამ თავდასხმებით ვერ შეგვაშინებთ! – განაცხადა ანა წითლიძემ.

სიახლეები

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია

"ხარება" კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა. გდდ-ის ხელმძღვანელს მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს...

სანქცირებულმა გომელაურმა სანქცირებული თადუმაძე მოადგილედ დაინიშნა

რამდენიმე ქვეყნის მიერ, მათ შორის მაგნიტსკის სიაში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული შალვა თადუმაძე მოადგილედ...

აშშ-მა უკრაინას $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას თითქმის $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარება გამოუყო - „ ვამაყობ, რომ ვაცხადებ დაახლოებით...

ევროპული ახალი წელი ზუგდიდში-31 დეკემბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება

ამბობენ, რომ ახალი წელი ის დღეა, რომელსაც შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად უნდა შეხვდე და...