მთავარისიახლეებიპოლიტიკაეყოფა თუ არა ,,ემოციურ'' გედევან ფოფხაძეს დენთი?

ეყოფა თუ არა ,,ემოციურ” გედევან ფოფხაძეს დენთი?

Published on

კრიზისი უმრავლესობაში. ქართული ოცნება კონსულტაციებისთვის ემზადება. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი დღეს შეიკრიბება. შეხვედრაზე მთავარი საკითხი გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება იქნება. სავარაუდოდ გუნდის შიგნით მწვავე დისკუსიაა მოსალოდნელი, რადგან უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის შესახებ, ფოფხაძის მსგავსად სხვა დეპუტატებიც აპროტესტებენ. მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ კონსულტაციებში თავად გედევან ფოფხაძე, უცნობია. მისი თქმით, უმრავლესობის ლიდერი ჯერ არ დაკავშირებია.
 
"ვაპირებ მშვიდად შევხვდე აღდგომას და მერე ვიფიქრებ მომავალზე. არჩილი ძალიან კარგი ადამიანია და როცა ჩათვლის საჭიროდ ნებისმიერ მომენტში შევხვდები არ მაქვს მაგის პრობლემა,"-აცხადებს ფოფხაძე.
 
"კურიერის" კითხვაზე, შეცვლის თუ არა ფოფხაძე უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილებას, იგი პასუხობს:
 
"ვერ გეტყვით, ემოციურად დატვირთული დღე იყო და არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება."
 
გედევან ფოფხაძისგან გადაწყვეტილების შეცვლის მოლოდინში არიან უმრავლესობის სხვა წევრები. 
 
"ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი გუნდი დარჩება ისევ ერთიანი როგორიც აქამდე იყო,"-აცხადებს სოფიო კილაძე. 
 
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, დავით მათიკაშვილი კი ფოფხაძის გადაწყვეტილებას ნაჩქარევს უწოდებს. 
 
"ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, როგორც უმრავლესობის ლიდერმა თვითონ განაცხადა ექნება მასთან მოლაპარაკება. არ მაქვს მე იმის მოლოდინი რომ უმრავლესობის რიგებს ვინმე დატოვებს,"-აცხადებს მათიკაშვილი. 

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...