მთავარისიახლეებიპოლიტიკა26 ოქტომბრის შემდგომ ჩვენ თუ “ქართული ოცნების” იზოლაციაში დავრჩებით, კიდევ უფრო გავღატაკდებით...

26 ოქტომბრის შემდგომ ჩვენ თუ “ქართული ოცნების” იზოლაციაში დავრჩებით, კიდევ უფრო გავღატაკდებით – სოფო ჯაფარიძე

Published on

“რეკრეაციულ ზონებში ქაოსური მშენებლობების გამო, თბილისში მწვანე მასივი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე. 26 ოქტომბერს თუ ავირჩევთ ერთიანობას, ჩვენკენ აუცილებლად წამოვა 14მილიარდიანი დახმარება და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის წარმოუდგენელი პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი.”- განაცხადა ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ.

თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგი გამართეს;

სოფო ჯაფარიძის განცხადებით –

“რამდენიმე დღეა ძალიან აქტიურად ვხვდებით ვაკის მოსახლეობას. შევხვდით უამრავ ადამიანს, ვიყავით ძალიან ბევრ ოჯახში და ძალიან რთულია ის პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც “ქართული ოცნების” მავნებლური პოლიტიკის გამო დგანან ეს ადამიანები, მაგრამ არ შეიძლება არ გამოვყოთ ერთ-ერთი პრობლემა, რა პრობლემაც არამხოლოდ ვაკის მოსახლეობას, არამედ მთელ თბილისს აქვს. დღეს რეალურად ჩვენი ქალაქი დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ხედავთ რა ხდება, ხედავთ როგორ მასიურად ხმება ხეები.

მწვანე მასივი ფაქტობრივად უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე. თბილისი აუცილებლად უნდა იყოს ევროპის დედაქალაქი, სადაც იქნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სადაც რეკრეაციულ ზონებში არ იქნება ასეთი ქაოსური მშენებლობები. “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება გაისქელონ ჯიბეები მათმა ჩინოვნიკებმა და მათთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა, რამაც მიგვიყვანა ამ ეკოლოგიურ კატასტროფამდე, რა კატასტროფის წინაშეც დღეს თბილისელები დგანან. ჩვენ აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ, აუცილებლად ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ის ქაოსური მშენებლობები, რაც დღეს თბილისში ხდება და რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ფაქტობრივად მწვანე ქალაქი იქცა ბეტონის ჯუნგლებად.

ჩვენ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დავასრულოთ. 26 ოქტომბერს სასწორზე დევს 14 მილიარდიანი დახმარება, 26 ოქტომბრის შემდგომ ჩვენ თუ “ქართული ოცნების” იზოლაციაში დავრჩებით, კიდევ უფრო მეტად გავღატაკდებით, კიდევ უფრო მეტად დაიცლება ჩვენი ქვეყანა, მაგრამ თუ ავირჩევთ ერთიანობას, ჩვენკენ აუცილებლად წამოვა 14მილიარდიანი დახმარება და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის წარმოუდგენელი პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი.” – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე. 

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...