მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მეგობარი აქტი" გვპირდება 14 მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და უვიზო მიმოსვლას -...

“მეგობარი აქტი” გვპირდება 14 მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და უვიზო მიმოსვლას – თამარ კორძაია

Published on

“მეგობარი აქტი”, რომელსაც სენატში უახლოეს დღეებში განიხილავენ, გვპირდება 14 მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და გვპირდება უვიზო მიმოსვლას აშშ-თან, თანაც ეს აქტი არის ორპარტიული შეთანხმება დემოკრატებსა და რესპუბლიკელერბს შორის”, – აცხადებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია 

თამარ კორძაიას განცხადებით, “დაფიქრების საგანია ის, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც აშშ-ა, ძალიან ხშირად ნახულობს დროს, იმსჯელოს ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა. უახლოეს დღეებში სენატში არის დაგეგმილი განხილვა, სადაც რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთობლივად იმსჯელებენ საქართველოში არსებულ დემოკრატიის კრიზისზე და სწორედ “მეგობარი აქტი”, რომელიც გვპირდება ამ 14 მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და გვპირდება უვიზო მიმოსვლას აშშ-თან, არის ორპარტიული შეთანხმება:

ორივე პარტიის წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ თუ საქართველოში საქართველოს მოქალაქეების არჩევანი გაიმარჯვებს, მათ ექნებათ ეს 14 მილიარდიანი დახმარება, მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქეების ნებას ეს ხელისუფლება არ აღიარებს, მაშინ, რა თქმა უნდა, სანქციები იქნება ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ეს აქამდე იყო”, – აცხადებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...