მთავარისიახლეებიაგვისტოში 184 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 8 ბავშვი -გაერო

აგვისტოში 184 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 8 ბავშვი -გაერო

Published on

გაეროს ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში სამხედრო ოპერაციების შედეგად დაიღუპა 184 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის რვა ბავშვი და დაშავდა 856 მშვიდობიანი პირი.

როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აღნიშნავს თავის შეჯამებაში,184 დაღუპულიდან 10 ადამიანი ცხოვრობდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 856 დაჭრილიდან – 84.

აგვისტოში მოქალაქეთა უმეტესობა დაიღუპა რაკეტების, ბომბებისა და საარტილერიო დარტყმების შედეგად: ნაღმზე მხოლოდ ორი ადამიანი აფეთქდა.

საერთო ჯამში, გაეროს შეფასებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა 11 743 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 24 614.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...