მთავარისიახლეებისაზოგადოებააღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რკინიგზაზე დამატებითი რეისები დაინიშნა - სენაკსა და თბილისს შორის...

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რკინიგზაზე დამატებითი რეისები დაინიშნა – სენაკსა და თბილისს შორის დამატებითი მატარებლები იმოძრავებს

Published on

„საქართველოს რკინიგზამ“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო დამატებითი რეისები დანიშნა.
 
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს დამატებითი რეისი ინიშნება თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებაზე.
 
კერძოდ, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი (#878) თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50 საათზე გავა, სენაკში 13:08 საათზე ჩამოვა, სენაკიდან კი (#877) 19:45 საათზე გამოვა და თბილისში 23:59 საათზე ჩავა.
 
,,ამავე პერიოდში დამატებით რეისები ინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებითაც. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:30 საათზე გავა და ბათუმში 15:30 საათზე ჩავა, ბათუმიდან კი 17:10 საათზე გამოვა და თბილისში 22:03 საათზე ჩამოვა.'' – ნათქვამია ,,საქართველოს რკინიგზის'' განცხადებაში 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...