მთავარისიახლეებიაფგან მუხთარლიმ საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროსასამართლოში დავა მოუგო

აფგან მუხთარლიმ საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროსასამართლოში დავა მოუგო

Published on

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დავა მოიგო.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება) განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩატარებით და უკანონო ტრანსპორტირებით აზერბაიჯანში; თუმცა, სასამართლომ არ დაადგინა მე-3 და მე-5 მუხლების „მატერიალური დარღვევა“ (არასათანადო მოპყრობასა და დაკავებასთან დაკავშირებით).

სასამართლომ დაადგინა აზერბაიჯანის მიერ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პიროვნების უსაფრთხოების უფლება), რომლის მიხედვითაც დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარდგეს მოსამართლის, ან კანონით მინიჭებული სასამართლო უფლებამოსილების მქონე სხვა თანამდებობის პირის წინაშე; აზერბაიჯანს დაუდგინდა მე-8 მუხლის დარღვევაც, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას გულისხმობს.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მუხთარლის უნდა გადაუხადოს 12 500 ევრო, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ – 8 500 ევრო არამატერიალური ზიანის, იურიდიული ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად (სულ 21 000 ევრო).

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, 30 მაისს დააპატიმრეს. ის წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები. 2022 წელს, მუხთარლიმ საქართველოს პროკურატურას ჩვენება მისცა, სადაც აცხადებდა, რომ აზერბაიჯანმა მის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლებას $3 მლნ გადაუხადა.

მუხთარლი ამჟამად პოლიტიკური დევნილის სტატუსით, ევროპაში ცხოვრობს.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...