მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილი ბიუჯეტის ხარჯზე ანადგურებს ბუნებას და თაღლითურად იპარავს ხეებს

ბიძინა ივანიშვილი ბიუჯეტის ხარჯზე ანადგურებს ბუნებას და თაღლითურად იპარავს ხეებს

Published on

მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ბიუჯეტის ხარჯზე თაღლითური გზით იპარავს ხეებს და ანადგურებს ბუნებას, ამასთან ერთად ამ ხეების გატანა ხდება ბიუჯეტის ხარჯზე.- აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონმა. მან ეს განცხადება ბათუმი – ქობულეთის გვირბთან დაავშირებით გააკეთა.
 
როგორც ბაგრატიონმა აღნიშნა, ხელისუფლებამ გასულ წელს ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი თანხა  გამოყო, რომ შემოვლითი გზის მშენებლობა დაწყებულიყო, თუმცა სამუშაოები არ ხორციელდება, რაც ივანიშვილის კომპანიასადა ხელისუფლებას შორის გარიგების მიზეზით ხდება. – არცერთ მხარეს არ აწყობს გვირაბის მსენებლობის დაწყება,  სანამ ივანიშვილი თავის ხეებს არ გაიტანს შემოვლითი გზებით, რომელთა გაყვანა გვირაბს მიაბეს.  
 
საქართველოს საგზაო დეპარტამენტმა გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება კომპანია შ.პ.ს ,,გზა“-სთან გააფორმა, რომელიც ივანიშვილის ხეების გადატანას ახორციელებს. ხელშეკრულება თავდაპირველად 2,5 მილიონ ლარზე გაფორმდა, რომლითაც პროექტი, ხარჯთააღრიცხვა უნდა მომზადებულიყო და ამავე კომპანიას (შ.პ.ს ,,გზა“) სამშენებლო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა. ხელშეკრულებაში წერია, რომ პროექტის მომზადების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს სამუშაოები, რაც კანონსაწინააღმდეგოა. არ არსებობს პროექტი, ხარჯთააღრიცხვა, სამშენებლო სამუშაოების ნებართვა და სამუშაოებს აწარმოებს კომპანია, რეალურად პროექტი არ არსებობს. საგზაო დეპარტამენტი 2018 წლის 25 იანვრის წერილში აღნიშნავს, რომ თითქოს პროექტი არსებობს, ამავე წერილში წერია, რომ სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 8 მილიონ ლარამდე. გასათვალისწინებელია რომ კომპანიას ჩაერიცხა 8 75000 ლარი ავანსის სახით, საბანკო გარანტია წარდგენილია ბანკი ,,ქართუ“-დან, რომელიც იხარჯება სხვა გზაზე საიდანაც ასევე ივანიშვილს მიაქვს ხეები. რეალურად ხდება კანონის გვერდის ავლით სამუშაოების წარმოება და შემდგომ ხდება დოკუმენტების მორგება“, – განაცხადა ბაგრატიონმა. 

 
მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მტკიცებულება არის შ.პ.ს ,,გზის“ 2017 წლის 7 აგვისტოს წერილი საგზაო დეპარტამენტისადმი, სადაც წერია, რომ თითქოს კომპანიამ 21 აგვისტოს საპატრულო პოლიციას გზის დაკეტვაზე მიმართა და 29 აგვისტოს უარი უთხრა საპატრულო პოლიციამ. 
 
„როცა ტელევიზიებით გავასაჯაროეთ კორუფციული გარიგების შესახებ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გზის გაკეთება მოსახლეობის მოთხოვნა იყო, ხოლო საგზაო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ბათუმის მერიამ მოითხოვა გზის გაკეთება თითქოს ტურისტებისათვის საჭირო იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ბიუჯეტის ხარჯზე თაღლითური გზით იპარავს ხეებს და ანადგურებს ბუნებას, ამასთან ერთად ამ ხეების გატანა ხდება ბიუჯეტის ხარჯზე. ჩვენ შევიტანეთ სარჩელი პროკურატურაში, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რადგან ხდება დოკუმენტების გაყალბება რათა „გააპრავონ“ ბიუჯეტის თანხების ხარჯვა ივანიშვილის სასარგებლოდ”,- აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი 
 
 
 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...