მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროფესიის სიყვარულში გავლილი 60 წელი და სოფლის საიმედო ექიმი

პროფესიის სიყვარულში გავლილი 60 წელი და სოფლის საიმედო ექიმი

Published on

სოფელ კორცხელში მერი ექიმს ყველა იცნობს, ის სოფლის იმედი და თითოეული მათგანის სადარაჯოზე მდგომი პროფესიონალი და თავისი საქმის ერთგულია. აქ დაიბადა, გაიზარდა, სკოლა დაამთავრა, ინსტიტუტიც წარმატებით დაასრულა და სოფელს დაუბრუნდა.
ექიმობის პირველი წლები 1964 წლიდან დაიწყო, როცა ქალბატონმა მერიმ სოფელ კორცხელის უბნის საავადმყოფოში დაიწყო თერაპევტად მუშაობა და ამავე დროს ბავშვებსაც იღებდა 10 წლიდან .1975 წლიდან კი, როცა სოფლის საავადმყოფოები დაიხურა, სოფელში დარჩა საექიმო ამბულატორია, რომლის გამგედ დაინიშნა მერი ჭანტურია. დღემდე მუშაობს და აგრძელებს საქმიანობას სოფელში მერი ექიმი

„მიუხედავად ჩემი ასაკისა, ჯერჯერობით ხარვეზები არ მაქვს,რომ ვერ ვიმუშაო. სამსახურის შესასვლელს რომ მივადგები, ენერგია მემატება და ხალისით შევდივარ. 87 წლის ექიმთან უცნობ ხალხს მისვლა გაუჭირდება, მაგრამ მე ყველა მიცნობს სოფელში და მენდობიან“- ამბობს კორცხელის საექიმო ამბულატორიის ოჯახის ექიმი მერი ჭანტურია.
კორცხელის, ნაცატუს და ბაშის საიმედო მერი ექიმი – ასე აფასებენ და იცნობენ ამაგდარ ადამიანს, რომელიც საყვარელ საქმეს 60 წელი ღირსეულად ემსახურა და დღმდე აგრძელებს.

სიახლეები

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...

დაკავებულია დაცვის პოლიციის თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,...

ზელენსკი არის უმადური ადამიანი – შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" ლიდერი, შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტს "უმადურ ადამიანს" უწოდებს. როგორც მან ქართველ ჟურნალისტებთან თქვა,...

ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ იმედს გვაძლევს საქართველოზე, ქართველი ხალხია – ტობიას კრემერი

ჩვენი პოზიცია ცხადია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის...