მთავარისიახლეებიპოლიტიკასახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება, სინამდვილეში, მისი მტრობაა - დეკანოზი თამაზ ლომიძე

სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება, სინამდვილეში, მისი მტრობაა – დეკანოზი თამაზ ლომიძე

Published on

დეკანოზი, ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური თამაზ ლომიძე წერს, რომ, სახელმიწიფო რელიგიად მარმართლმადიდებლობის გამოცხადება, “თუ 21-ე საუკუნეში ეს საერთოდ სერიოზულად მოუვიდა ვინმეს თავში, სინამდვილეში არის მართლმადიდებელი ეკლესიის მტრობა.

სახელწიფო ძალაუფლება ანუ კეისარი და ქრისტეს სამეფო ანუ ეკლესია ვერასდროს იქნებიან მეგობრები. კეისარი არასდროს ყოფილა ეკლესიის მეგობარი; ასე იყო პილატეს დროს, ასე იყო კონსტანტინეს დროს, ასე იყო იუსტინეს დროს, რომშიც, ბიზანტიაშიც, რუსეთშიც, კომუნისტების დროსაც და ყველაგან, სადაც ამგვარ მოჩვენებითი სიმფონიას აწყობდნენ ხოლმე კეისარსა და ეკლესიას შორის.

სახელმწიფო ძალაუფლება ყოველთვის შეეცდება ეკლესიის დამორჩილებას და მის გამოყენებას საკუთარი, მიწიერი და ხშირად მცდარი მიზნებისთვის. ეს უბრალოდ მისი ბუნებაა, სხვაგვარად მას არ შეუძლია, ასეთია სახელმწიფო ყველგან. სწორედ ამიტომ თქვა ქრისტემ: მეფე ვარ, მაგრამ, არა ამქვეყნიურიო. ამქვეყნიური ძალაუფლება შეუთავსებელია ქრისტეს სამეფოსთან. კეისრის ძალაუფლებასთან სიახლოვე ყოველთვის დააზიანებს ეკლესიას. ამიტომ, ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი კეისრისგან. ესაა სახარებისეულიც მცნებაც და საუკუნეებში გამოცდილი ჭეშმარიტებაც. არაა საჭირო ველოსიპედის თავიდან გამოგონებ”, – წერს დეკანოზი.

სიახლეები

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...