მთავარისიახლეებისაზოგადოებალიეტუვა ევროკომისრად ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს

ლიეტუვა ევროკომისრად ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს

Published on

ლიეტუვა ევროკომისრად ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს. მედიის ცნობით, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა წერილს, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს კანდიდატურას უდასტურებს.

კუბილიუსის კანდიდატურას ჯერ კიდევ სჭირდება სეიმის (პარლამენტის) დამტკიცება.

სეიმის სპიკერის პირველმა მოადგილემ განუცხადა BNS-ს, რომ პარლამენტმა შესაძლოა რიგგარეშე სხდომა გამართოს 3 სექტემბერს, რათა ამ საკითხს კენჭი უყარონ.

ყოფილი პრემიერ მინისტრი, კუბილიუსი 2019 წლიდან იყო ევროპარლამენტის წევრი, ამ წლის დასაწყისში ის ხელახლა აირჩიეს მეორე ვადით. ის არის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების, უკრაინისადმი მხარდაჭერის და კრემლის მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის მხარდამჭერი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...