მთავარისიახლეებითვალსაზრისიემანდ ფეხი არ წაიმტვრიოს ვინმემ დადიანების სექვოიისგან გამოთლილ ...

ემანდ ფეხი არ წაიმტვრიოს ვინმემ დადიანების სექვოიისგან გამოთლილ ობოხუაზე

Published on

გუშინ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხელოვნური ტბორის სიახლოვეს წითელ წიგნში შეტანილი წაბლის ხე დაირგო. . „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორი ზვიად ქარჩავა მედიაში აცხადებს,რომ  ხე  ზუგდიდს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“  აჩუქა.
 
 
თავისთავად ფაქტი სასიამოვნოა, მაგრამ ზუგდიდში 28 მარტის ღამეს გადატანილმა სტრესმა, რომელიც მოსახლეობაში  ინგირიდან ივანიშვილის დენდროპარკში გადასარგავად გაყიდული მუხის გატანის ვიდეოკადრებს მოყვა, და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ  კარგა ხანია მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილს დადიანების ბაღში მდგარ სექვოიაზე და კიდევ რამდენიმე ხეზე უჭირავს თვალი, არცთუ უსაფუძვლოდ დაბადა ეჭვი, რომლის არსი  მეგრული ანდაზით ასე  შეიძლება გადმოიცეს – ჭიჭე ძღვინ, სო მეურქიავა დო დიდ ძღვინშავა – პატარა ძღვენო, სად მიდიხარო და  დიდი ძღვენისთვისო''.   
 
ოღონდ ნურავინ იტყვის, რომ ამ პატარა ძღვენის გამომგზავნი ივანიშვილთან არავითარ კავშირში არ არის.  ფრთხილად,  ეს დადიანების ბაღია, ანუ სამეგრელოსი  და არა ვინმეს კერძო საკუთრება. დადიანები მდაბიორებს  საჩუქრად ჩაფულას აკმარებდნენ ხოლმე. ემანდ ვინმემ მეტი არ მოინდომოს და  ფეხი არ წაიმტვრიოს მათი  სექვოიისგან გამოთლილ  ობოხუაზე.  ეს ისე, ოლიგარქის გაფრთხილებისთვის, თორემ უანგაროდ, გულით  და არა თუდოგითოხშე (ქვენა აზრებით) მოძღვნილის შეფასება  მეგრელებს არავისგან ესწავლებათ. 
 
 და ბოლოს, უკომენტაროდ:  ,, ხე გვაჩუქეს ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, წამოვიღეთ და დავრგეთ'' –  ამბობს ზვიად ქარჩავა. რა ანდაზა მოუხდება ამ სიტუაციას, მკითხველმა განსაჯოს.  

 

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...