მთავარისიახლეებიპოლიტიკა"26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ უნდა დავიწყოთ საინვესტიციო ფონდის შევსება და მოძიება -...

“26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ უნდა დავიწყოთ საინვესტიციო ფონდის შევსება და მოძიება – იგორ ნარმანია

Published on

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ბათუმის ბულვარში მოსახლეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნთან ერთად, საიფორმაციო ბროშურებიც დაურიგეს, სადაც ბათუმის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმაზეა საუბარი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის იგორ ნარმანიას განცხადებით:

“აჭარას სჭირდება სრული ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში: პირიქით, ჩვენ ვხედავთ დახურულ პროექტებს. აჭარას სჭირდება 10 მილიარდიანი საინვესტიციო ფონდი, მაღალანაზრაურებადი სამუაო ადგილებისა და ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს მისაღებად, ასევე, აჭარაში, მინიმუმ, 5 მილიონი ტურისტი უნდა გვყავდეს ყოველწლიურად, რასაც ხალხს ჰპირდება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, რადგან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პირობებში ჩვენ გვინახავს განვითარებული აჭარა, რომელიც დღეს, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში იქცა კორუფციის ბუდედ და, შესაბამისად, აღარ გვაქვს განვიტარების სხვადასხვა ეტაპები.

შესაბამისად, 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ უნდა დავიწყოთ საინვესტიციო ფონდის შევსება და მოძიება, ასევე უნდა დავიწყოთ ევროპელ ინვესტორებთან მუშაობა, რათა ბათუმი განვითარდეს და აქ იყოს, მათ შორის, “როიალ კარიბიანის” საკრუიზო პორტი, ასევე, უნდა გავიხსენოთ “ტრამპ თაუერი”, რომელსაც, ისევე როგორც სხვა ინვესტიციებს, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა უარი”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ ბათუმის ბულვარში, ფლაერებისა და მესამე პრეზიდენტის წიგნის დარიგების დროს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...