“26 ოქტომბრის შემდეგ რთველთან დაკავშირებული შუამავლები არ იარებებენ”, – ბნოტკოველი

0
47

თელავის რაიონის სოფ იყალთოში გამართულ ბრიფინგზე ,,ერთიანობა”-,,ნაციონალური მოძრაობის” რეგიონალურმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა: “რამდენიმე დღეში აქტიურ ფაზაში შევა რთველი, რაც კახელი მევენახისთვის ძირითადი შემოსავლის წყაროა. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ რთველის შტაბის გახსნა, რომელსაც წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული, უფრო სწორად, წაკითხული განცხადება, როცა პრემიერი თითის გაყოლებით კითხულობდა ხელისუფლების პოზიციას რთველთან დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა რთველთან დაკავშირებული კითხვები. რთველის შტაბში ჩვენ ვნახეთ როგორ ჩაბარდება ყურძენი, როგორ გააკონტროლებენ მონიტორზე, მაგრამ კახელ გლეხს აინტერესებს მთავარი: როგორი იქნება იმ ყურძნის ფასი , რომლის მოყვანაზეც მთელი წლის განმავლობაში შრომობს და ამ ყურძნის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით უნდა არჩინოს ოჯახი, უნდა მიიყვანოს შვილი სკოლაში და ელემენტარული ლუკმა-პურის საშუალება ჰქონდეს.
ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში რთველი და ყურძენი კახეთში არის უგულებელყოფილი და მათი მიდგომა არის საზიანო მშრომელი ადამიანისთვის.
2024 წელი იქნება ბოლო წელი კახეთის სინამდვილეში და სოფლის მეურნეობის სფეროში, როდესაც იარსებებს მონოპოლია ამა თუ იმ მიმართულებაზე;
2024 წლის 26 ოქტომბერი იქნება ბოლო დღე, როდესაც იარსებებენ შუამავლები რთველთან დაკავშირებით, რომლებიც დამატებით, ხელისუფლებასთან შეთანხმებით გლეჯენ გლეხს იმ თანხას, რომელიც მისი შემოსავლის წყარო უნდა იყოს; 26 ოქტომბერს დასრულდება ის ოლიგარქიული და მაფიოზური მიდგომა, რითაც დაკავებულია ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება;
ერთადერთი პირი, ვისაც კახეთში მოწეული ყურძნიდან შემოსავალი გააჩნია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და ნათესავები ალექსანდრე ივანიშვილის თაოსნობით, რომელიც არის იმ გადამუშავებული ყურძნის სპირტის მთავარი მომპოვებელი და მომხვეჭელი, რომელიც ნებისმიერ და, პირველ რიგში, სახელმწიფო ქარხნებში იწარმოება.
რას ვპირდებით ჩვენ კახელ გლეხებს? ეს არის ერთი რამ: კახელი გლეხი არ უნდა იყოს მუდმივად ჩამბარებლის სტატუსით. კახელი მევენახე უნდა იყოს მწარმოებლის სტატუსით და არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, 20 თეთრი იქნება სუბსიდია თუ 30. კახელ მევენახეებს ხელი უნდა ეუწყოს იმ პროგრამებმა, რომლებიც რეალურად იარსებებს 26 ოქტომბრის შემდეგ. და არა ისე, როგორც დღესაა, რომ ყველა პროგრამა და მხარდაჭერა მიდის ოლიგარქებთან, მაფიოზებთან და გლეხი რჩება მხარდაჭერის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2025 წელი გამოცხადდეს სოფლის მეურნეობის წლად და არა ისე, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი ეუბნებოდა ხალხს 2012 წელს კახეთში, რომ თურმე, როგორ შეიძლებოდა 2012 წელს ყურძენი კახეთში ყოფილიყო 1 ლარი. და დღეს რა განცხადება გააკეთა ხელისუფლებამ? მან თქვა, რომ ყურძნის ფასი იქნება 1 ლარი, მაგრამ არა სახელმწიფოს ჩართულობით, რადგან სუბსიდია არ გაზრდილა, არამედ ისევ ქარხნებზე ზეწოლითა და მუქარით, რომლებსაც პირდაპირ დაევალათ, რომ აუცილებლად ჩაიბარონ ყურძენი და სუბსიდიას ის ქარხანა მიიღებს, რომელიც გადაიხდის 1 ლარს. მაგრამ 1 ლარი არ არის კახელი მევენახის დაფასება: მინიმალური ხარჯი რომ დავთვალოთ, რა უჯდება გლეხს, მაგალითად, რქაწითელი, ის 1,70-,80 ლარი უნდა ღირდეს, რათა იმ ხარჯის გარდა, რაც გაწეული აქვს მთელი წლის განმავლობაში, ცოტა შემოსავალი თვითონაც დარჩეს, 1 ლარის შემთხვევაში კი გლეხს არაფერი არ რჩება.
ამავე დროს, ბოლო პერიოდში აბსოლუტური ყურადღების მიღმა დარჩა საფერავი. გასულ წელს მისი ჩაბარება ძალიან ბევრ 1 ლარად მოუწია და ეს მაშინ, როცა 2012 წლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ინიციატივით, არსებობდა საფერავი განვითარების პროგრამა და 3 ლარი ღირდა კგ საფერავი. ახლა კი, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ყოველწლიურად ვხედავთ საფერავის ფასის კლება და დღეს მისი ფასი 1,20-1,30 ლარია, რაც რეალურად ვერ ასახავს იმ შრომას, რაც მისთვისაა გაწეული.
ამიტომ, გლეხს სჭირდება დახმარება და 26 ოქტომბერი, დარწმუნებული ვარ, ის თარიღი იქნება, როდესაც დასრულდება მმართველობა, რომელმაც ბოლომდე გააღატაკა მშრომელი ადამიანი”, – თქვა ,,ერთიანობა”-,,ნაციონალური მოძრაობის” რეგიონალურმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე.

წინა სტატიაჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრანპრიზე, საპატიო სტუმრად ცოტნე ივანიშვილის მიწვევა საქართველოს შეურაცხყოფაა – ფავლენიშვილი
შემდეგი სტატიაჭორვილაში, ოლიგარქ ივანიშვილის სახლთან, საპროტესტო აქცია გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური