მთავარისიახლეებისაზოგადოებაგერმანიაში მდებარე NATO-ს საჰაერო ბაზაზე უსაფრთხოების მაღალი დონეა გამოცხადებული

გერმანიაში მდებარე NATO-ს საჰაერო ბაზაზე უსაფრთხოების მაღალი დონეა გამოცხადებული

Published on

გერმანიის ქალაქ გეილენკირხენში მდებარე ნატოს საჰაერო ბაზაზე უსაფრთხოების მაღალი დონე ნარჩუნდება. უსაფრთხოების მაღალი დონე ღამით დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე გაიზარდა, რომელიც პოტენციური საფრთხეზე მიუთითებდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

“ჩვენ ჯერ კიდევ Charlie-ში ვართ”, – განუცხადა როიტერს ბაზის სპიკერმა, რაც გულისხმობს განგაშის ოთხი დონიდან მეორე ყველაზე მაღალ დონეს.

უსაფრთხოების დონე Charlie განიმარტება, როგორც “მოხდა ინციდენტი ან მიღებულია სადაზვერვო მონაცემები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ნატოს ორგანიზაციების ან პერსონალის წინააღმდეგ რაიმე სახის ტერორისტული ქმედების მაღალი ალბათობა არსებობს”.

სიახლეები

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...