მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 8...

თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 8 პირი

Published on

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია 8 პირი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ნ.ნ. და 1985 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 4 მჭიდი და 32 ვაზნა ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული გ.რ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ო. დააკავეს. პოლიციამ გ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 16 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული გ.ყ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 13 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოსა და ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი – 1987 წელს დაბადებული შ.ლ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა.

ამავე დეპარტამენტის ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული ნ.ტ. დააკავეს, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად პისტოლეტი ამოიღო.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

უკრაინული დრონების დიდი ნადირობა რუსეთში — „მადიარი“ Su-33-ის, Mi-8-ის, ორი რადარისა და 13 ხომალდის განადგურებას იუწყება

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა (СБС) გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის სამხედრო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე...

„ოჯახს არცხვენ!..“ — დაღესტანში კაცმა ყოფილი ცოლი და მისი 23 წლის ქალიშვილი მოკლა

დაღესტანში, ხასავიურტში, 46 წლის კაცმა ყოფილი ცოლი და მისი ქალიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა...

უკრაინის გამარჯვების გზა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურებაზე გადის – ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ უკრაინის გამარჯვების გასაღები...

ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან – პაპუაშვილი რეჟიმის პატიმრებზე

 შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი "ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები...