მთავარისიახლეებიპოლიტიკახატია დეკანოიძე ნაციონალური მოძრაობის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

ხატია დეკანოიძე ნაციონალური მოძრაობის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

Published on

“დღეს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც ძალიან მისასალმებელია, და ის შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც ხატია დეკანოიძეა, იქნებიან “ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში” და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დასაწყისია და კიდევ არაერთი საინტერესო ადამიანი შემოერთდება კოალიციას” – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ ბრიფინგზე, რომელიც კოალიციის მორიგ გამსხვილებას მიეძღვნა.

“დღეს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც ძალიან მისასალმებელია, და ის შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც ხატია დეკანოიძეა, იქნებიან ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დასაწყისია და კიდევ არაერთი საინტერესო ადამიანი შემოერთდება კოალიციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” გადავა ოპოზიციაში და ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ. მე მქონდა კონსულტაციები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, მინდა პირადად მას გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ მას კარგად ესმის ერთიანობის მნიშვნელობა და ამ ერთიანობის უშუალო სულისჩამდგმელია, რომ ის მუდამ მზად არის, ბევრი ერთნაირად მოაზროვნე, პატრიოტი ადამიანი გაერთიანდეს, რადგან ჩვენი ქვეყანა დგას უმძიმესი არჩევანის წინაშე: ან თავს ამოვყოფთ რუსეთის ფედერაციაში, ან ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ევროპულ მომავალს. ჩვენს მოსახლეობასაც ეს მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი 26 ოქტომბერს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხატია დეკანოიძის მსგავსი ადამიანები ამ გამარჯვებას უფრო მეტად გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგზე”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ კოალიციის შტაბის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობა ნაყოფიამ, კოალიციის გამსხვილებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ეროვნული კომიტეტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინადადებით შეიქმნა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებმა ამ სტრუქტურის ხელმძღვანელად კობა ნაყოფიას დანიშვნას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

სიახლეები

თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ახალგორელი აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში...

რა მოხდა ზედა ეწერში – სასტიკი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა და განხილვა....

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ეისკის ავიაბაზაზე რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა. ეს თვითმფრინავი...

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ყველა კეთილი ნების ადამიანს...