მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპარლამენტო სიის ხათრით კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება - ანა წითლიძე ხატია...

საპარლამენტო სიის ხათრით კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება – ანა წითლიძე ხატია დეკანოიძეზე

Published on

პარლამენტის წევრი ანა წითლიძე ხატია დეკანოიძის “ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნებას ეხმაურება და ვრცელ პოსტს უძღვნის. “ოდიშინიუსი” წითლიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“საპარლამენტო სიის ხათრით კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით.
ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი.
Khatia Dekanoidze – რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში. ახლა რა შეიცვალა უკან რომ ბრუნდები ხატია? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? თუ ხაბე არ არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე? თუ “ოლიგარქები” არ მართავენ პარტიას? რომელი ერთი ფაქტორი შეიცვალა? შენი მობრუნება ამ ყველაფრის აღიარებაა რომ ტყუოდი და მიზანი მხოლოდ შენი ამბიციები იყო. “ახლებში” არ მიგიღეს? გამსვლელ სიაში შენნაირი ბევრი მყავს და შენ ვის დაკარგვიხარო?)) დიდი ხანია ეთერებში არ ყვები ბელადომანია უნდა დასრულდეს პარტიაშიო?
ერთობის კი არა საპარლამენტო სიის ხათრით იზელ ახლა ამ ყველაფერს, მიხვდი რომ სხვაგან არსად არ დასჭირდით, შანსი არ გაქვს და აგერ ჩვენც მიგიღებთ, მერე რა რომ ყველამ იცის ყველაფერი.
მაგრამ რა ნომერზეც არ უნდა ივაჭრო სიაში შენი ავტორიტეტი ენმს ამომრჩეველში არის ნული.
ვისაც არ უნდა წერო წერილები ციხეში, ვერავინ ვერასოდეს ვერ დამიშლის შენზე სიმართლის თქმას თუნდაც იმიტომ რომ ვინ ვინ და პარტიისთვის ურთულეს დროს – შენ არ უნდა აყოლოდი ამბიციებს როდესაც ამდენს გთხოვდი ეგ სისულელე არ გექნა და ზუსტად ვიცოდი როგორც დაასრულებდი.
მობრუნებას გილოცავ ხატია:) ჩვენ მხოლოდ გვიხარია რომ მართლები ჩვენ აღმოვჩნდით და შენ მაინც მობრუნებამ მოგიწია.”- წერს ანა წითლიძე

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...