მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის...

“პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა ჩვენს მოკავშირეებთან – ჭიაბერაშვილი

Published on

“პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს  ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა ჩვენს მოკავშირეებთან და ამაში უზარმაზარი წვლილის შეტანა თავად მიხეილ სააკაშვილს შეუძლია”, – ამბობს კოალიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი

“მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა არის ერთერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რის გამოც გაწყვეტილია საქართველოს კავშირი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან და ბუნებრივია, ჩვენ “ქართული ოცნების” მიერ მისი სიძულვილით დანერგილი ეს პოლიტიკური პატიმრობა უნდა დავასრულოთ და პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდე იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს  ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა ჩვენს მოკავშირეებთან და ამაში უზარმაზარი წვლილის შეტანა თავად მიხეილ სააკაშვილს შეუძლია. მას შეუძლია, იყოს ადმიანი, რომელიც აღადგენს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კავშირებს და ეს უზარმაზარ მატერიალურ, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს მოუტანს ქართველ ერს”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბატონი სააკაშვილის ფაქტორი“ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მათ შორის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის”.

„ყოველი სახელმწიფოსთვის მისი მოქალაქეების დაცვა ერთ-ერთი საკვანძო და მთავარი ამოცანაა, და ამ ქვეყნის დიპლომატებისთვის. სააკაშვილის საკითხი არ არის გამონაკლისი. უკრაინა განიხილავს ამ საკითხს მხოლოდ საკონსულო კუთხით, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის კუთხით, როგორც უკრაინის მოქალაქის. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სტატუსს აქვს გავლენა ამ პროცესის განვითარებაზე”, – განაცხადა  მიხაილო ხარიშინიმ .

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...