მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას დაყაჩაღებაში ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას დაყაჩაღებაში ადანაშაულებს

Published on

 ZN.ua-ს ინფორმაციით, სააკაშვილის დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა პოლიტიკოსის პირადი ნივთების დაბრუნება, რომლებიც ადვოკატის თქმით, მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გაქრა, კერძოდ, საუბარია დოკუმენტებზე, პორტატულ კომპიუტერზე, რამდენიმე მობილურ ტელეფონსა და სააკაშვილის სავიზიტო ბარათებზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაკარგული ნივთების დაბრუნებას ან მათი ღირებულების კომპენსაციას ითხოვს.რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, ანალოგიური შუამდგომლობით მან 1-ელ მარტსაც მიმართა, თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ არანაირი რეაგირება არ მოახდინეს.„ეს ნივთები დაყადაღებული არაა, ხოლო 26 იანვრის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ ეს ნივთები დაიკარგა“, – აღნიშნა ჩერნოლუცკიმ.
მისივე თქმით, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა ის დააყაჩაღეს.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...