მთავარისიახლეებისაოჯახო მარანი ,,ოდა’’, ''გემო ფესტის'' ღონისძიების სიიდან მოულოდნელად მოიხსნა

საოჯახო მარანი ,,ოდა’’, ”გემო ფესტის” ღონისძიების სიიდან მოულოდნელად მოიხსნა

Published on

,,ძვირფასო ხალხო, ვიცით, რომ ბევრი ელოდით ოდას სამეგრელოს Gemo Fest – გემო ფესტიზე. ჩვენც მოუთმენლად ველოდით თქვენთან შეხვედრას! სამწუხაროდ, ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო ამბის გაზიარება გვიწევს – გემო ფესტი / სამეგრელო ოდას, მარტვილის მარნის და კიდევ რამდენიმე მოქალაქეობრივად აქტიური, კარგი ადამიანის გარეშე ჩაივლის. მას შემდეგ, რაც ივლისში ფესტივალის საორგანიზაციო გუნდმა მონაწილეობის მისაღებად მოგვიწვია, შემდეგ – ჩვენთვის ყველაზე დატვირთულ სეზონზე შევძელით და ორჯერ ჩავედით ზუგდიდში ჩვენი კერძებით, მოვიგეთ შეფმზარეულების გულები და მათთან ნაყოფიერად ვიმუშავეთ კერძების განვითარებაზე, გუშინ, საღამოს, მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ ვიღაცამ ფესტივალის სიიდან „მოგვხსნა. გემო ფესტი უნდა იყოს ლხინი, საყოველთაო სიხარული და ჩახუტება. სირცხვილია ყველაფრის პარტიულად თარგმნა, საზოგადოების „ჩემიანებად“ და „დანარჩენებად“ დაყოფა. გულითადი მოკითხვა ჩვენგან მათ, ვინც თავისი ვიწრო თვალსაწიერით საზღვრავს, თითქოს, ასეთი გაუქმებებით დაგვსჯის, ან გაგვაჩუმებს ასევე, ძალიან. სამწუხარო იქნება, თუ ამ ამბით აღშფოთება პირად საუბრებს არ გასცდება და ხმამაღლა არ დაიგმობა.  ვკითხულობთ საოჯახო ოდას ფეისბუკ გვერდზე,რომელიც მარტვილში მდებარეობს. გემო ფესტის სიიდან ასევე მოიხსნა ზუგდიდელი მონაწილე ლიკა როგავა

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...