მთავარისიახლეები,,გემო ფესტის'' სიიდან ზუგდიდელი მონაწილე ლიკა როგავა მოიხსნა

,,გემო ფესტის” სიიდან ზუგდიდელი მონაწილე ლიკა როგავა მოიხსნა

Published on

როგორც მის მიერ გავრცელებული პოსტიდან ვკითხულობთ ის ,,გემო ფესტის’’ მონაწილეების სიიდან მოიხნა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი ის არის რომ, ის ზედმატად ცნობადი სახეა.

,,ამბავი დაიწყო და დასრულდა… Gemo Fest – გემო ფესტი რომელიც სექტემბერში, ზუგდიდში ტარდება, არ ვმონაწილეობ! წუხელ მითხრეს, რომ ზედმეტად ცნობადი სახე ვარ. მიყვარს ასეთი მიზეზები… მადლობა შეფებს, რომ ჩემი იდეა- მეგრული გემო ახლებურად წარმომეჩინა, ბევრი რჩევა და მითითება მომცეს. საოცრად დახვეწილი კერძების გაზიარება მქონდა დაგეგმილი. ყველაფრის ერთმანეთში არევა ტეხავს მეგობრებო!!! გასტრონომია ის კულტურაა, რომელსაც პოლიტიკა არ უნდა ეხებოდეს, მაგრამ… პს. ვისაც ჩემი გემრიელობების დაგემოვნება გაინტერესებთ, პირადში გელოდებით’’, – წერს ლიკა როგავა ფეისბუქ გვერდზე.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დაფუძნებული “გემო ფესტი” ზუგდიდში 7 – 8 სექტემბერს გაიმართება. ორგანიზატორებით თქმით, პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...