მთავარისიახლეებიოლიმპიელების დაჯილდოება არა ჩაკეტილ სივრცეში, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს - პრეზიდენტი...

ოლიმპიელების დაჯილდოება არა ჩაკეტილ სივრცეში, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს – პრეზიდენტი ოლიმპიელებს სექტემბერში დააჯილდოებს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოლიმპიელების მიღება და დაჯილდოება დღეს 15 აგვისტოს, ნაჩქარევად არ უნდა გაიმართოს, როგორც მთავრობას აქვს გადაწყვეტილი.

“მე მაქვს სერიოზული 2 მიზეზი, რის გამოც მათი სასწრაფოდ დაჯილდოება დღეს არ შეიძლება. პირველი მიზეზი – ეს არის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ყველამ, არა ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ამის მოწყობას ვაპირებ. მეორე – შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი – პარაოლიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე, წარმოუდგენელია, არ ვიცი ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას, როგორ შეიძლება ჩვენ ვიზეიმოთ, ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება ცალკე და პარაოლიმპიელების ცალკე. არა! არანაირი დისკრიმინაცია, ეს მიუღებელია, ყველას ერთად მივიღებთ. გელოდებით სექტემბერში. ” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...

ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე უფლებების დარღვევა დაადგინა

ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე უფლებების დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ...