მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაეროში რუსეთის წარმომადგენელმა "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება წაიკითხა

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა “ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება წაიკითხა

Published on

გაეროში რუსეთის საკითხთა ხელმძღვანელმა, დმიტრი პოლიანსკი 2008 წლის აგვისტოს ომის გასამართლებლად ქართული ოცნების მიერ 13 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებას 

“ყოველ წელს ჩვენ ძალიან გვაოცებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკური სურვილი, განიხილონ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის საკითხი. იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია და საქართველოს მთავრობის პოზიციის გათვალისწინებით, ეს უფრო და უფრო მეტად ემსგავსება მაზოხისტურ ქმედებას.

მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, მხოლოდ ციტირებას საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებიდან: “ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო… საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

უბრალოდ გაიხსენეთ ეს სიტყვები, როცა ჩვენი დასავლელი კოლეგები ამ ტრიბუნასთან დაბრუნდებიან და მოგატყუებენ იმაზე, თუ რა მოხდა მაშინ.” – თქვა პოლიანსკიმ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ამ განცხადებაში 2008 წლის ომს “სააკაშვილის ხელისუფლების ავანტიურას” უწოდებს და გამოძიებას აანონსებს.

სიახლეები

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება დღევანდელ საყოველთაო გაფიცვას

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე წყვეტს მუშაობას. საყოველთაო...

დღეს, 15 საათზე “იფიცება საქართველო”

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. პროტესტის მიზანი...

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...