მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ერთიანობის ფლაგმანი - თინა ბოკუჩავა

მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ერთიანობის ფლაგმანი – თინა ბოკუჩავა

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთიანობისკენ მოწოდების თანახმად, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაერთიანების დროა. მისივე თქმით, ენმ-ს კარი ყველასთვის ღიაა და მზადაა ყველა შეთანხმებისთვის, რაც ერთიანობის გამტკიცებას ემსახურება. 
“პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და ამ პარტიის ყველაზე დიდი ელექტორალური ძალა.
ჩვენ ვიზიარებთ მის მოწოდებას ერთიანობისკენ, მათ შორის, ძველი თანამებრძოლების მიმართ. დროა, გვერდზე გადავდოთ წარსულში არსებული ყველა განსხვავება და გავერთიანდეთ ქვეყნის საკეთილდღეოდ.
პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ერთიანობის ფლაგმანი. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის უდიდესი პასუხისმგებლობაც სწორედ იმიტომ ავიღე, რომ მტკიცედ მჯერა ერთიანობის იდეისა და ძალის. ამიტომ, ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის და მზად ვარ ყველა შეთანხმებისთვის, რომელიც ერთიანობის განმტკიცებას ემსახურება”, – წერს თინა ბოკუჩავა “ფეისბუქზე”. 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...