მთავარისიახლეებიბულგარეთში საქართველოს გავლით შეტანილი 35 მლნ ევროს ჰეროინი აღმოაჩინეს

ბულგარეთში საქართველოს გავლით შეტანილი 35 მლნ ევროს ჰეროინი აღმოაჩინეს

Published on

ბულგარელმა სამართალდამცველებმა ბურგასის პორტში, ტრაილერიდან 35 მილიონი ევროს ღირებულების (დაახლოებით 38 მილიონი დოლარი) 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, 434 შეფუთვად დაფასოებული ნარკოტიკი დეკლარირებულ ტვირთში იყო დამალული.

არსებული ინფორმაციით, ტრაილერი სახმელეთო მარშრუტით ყირგიზეთიდან ჯერ საქართველოში, ბათუმის პორტში შემოვიდა, შემდეგ კი შავი ზღვით ბურგასში გადაიტანეს. მარშრუტის საბოლოო დანიშნულების ადგილი საბერძნეთი იყო.

ბულგარეთის პროკურატურის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის, ივან სოკოლოვის განცხადებით, ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პორტში ტრაილერი უჩვეულოდ ხანგრძლივად იყო გაჩერებული.

“ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ და არც ამ ტრანსსასაზღვრო დანაშაულში მონაწილე პირი აღმოუჩენიათ,” – განაცხადა საოლქო პროკურორმა, ჯორჯი ჩინევმა.

ნარკო-ტრაფიკინგი ბულგარეთში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...

ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ...