მთავარისიახლეებისაზოგადოებატრაგედია ზუგდიდში - ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა

ტრაგედია ზუგდიდში – ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა

Published on

ზუგდიდში ცეცხლი გაჩნდა მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში, სადაც იმ დროისთვის ოთხ ბავშვს ეძინა. ოთხიდან მხოლოდ ორის გადარჩენა მოხერხდა, ტყუპების სიცოცხლე კი ხანძარმა იმსხვერპლა – გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების გაღვიძება ვერ მოესწრო და ისინი ძილში, კვამლისგან გაიგუდნენ.

სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდა, ცეცხლის ლოკალიზაცია და ლიკვიდირებაც დროულად მოხდა, მაგრამ ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ.

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები ბინაში დედასთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც ხანძრის გაჩენის დროს შინ არ იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

სიახლეები

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...

ქუთაისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში 420 აბი ნარკოტიკული საშუალება იპოვეს

სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, 420 აბი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამის...