საბერძნეთში ტყის ხანძრები მძინვარებს. ათენთან ახლოს მდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საუბარია 30 ათასზე მეტ მცხოვრებზე. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. მუშაობს 20-მდე სახანძრო თვითმფრინავიც.
ბოლო ინფორმაციით, ცეცხლმა ათენიდან 35 კილომეტრში, სოფელ ვარნავამდე მიაღწია.