მთავარისიახლეებისაზოგადოებასექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა

Published on

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე თანამშრომლებს ოფიციალურად დაემშვიდობა. სიტყვით გამოსვლისას უგრეხელიძემ ყურადღება მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ საჯარო მოხელე შეზღუდულია ხმამაღლა საუბარში და რომ ის თავისუფალი უფრო შეძლებს სიმართლის დამტკიცებას. 
 
უგრეხელიძის განცხადებით, მის ირგვლივ ბინძური კამპანიაა აგორებული და არსებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. 
„ყველამ კარგად იცით რეალურად რა გაჟღერდა მედიაში და რა მოხდა. ისეთი სახე მიიღო, იმდენად ბინძური და ჭუჭყიანი კამპანიაა. სამწუხაროდ, საჯარო მოხელე შეზღუდულია და მისთვის ყველაფრის თქმა შეუძლებელია. იმისთვის, რომ მე ჩემი სიმართლე დავამტკიცო, მჭირდება ვიყო თავისუფალი. ასევ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გყავთ ოჯახები, განსაკუთრებით ქალბატონებს ეხება ეს და იმ ბინძური კამპანიის ფონზე, მე ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ თუნდაც ერთი კითხვა მაინც დაისვას თქვენს ოჯახში ამ თემასთან დაკავშირებით. ასევე, მე მყავს ოჯახი, 18 წლის შვილი და უნდა გავუფრთხილდე მის ფსიქიკას“, – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ. 
 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. 

სიახლეები

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...