მთავარისიახლეებისაზოგადოებავიზალიბერალიზაციიდან ერთი წელი გავიდა

ვიზალიბერალიზაციიდან ერთი წელი გავიდა

Published on

ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოდან – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროზონაში – ბუდაპეშტში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ პირველად ჩავიდნენ. რეისით სულ 176-მა მგზავრმა იფრინა. ამავე დღეს ფრენა შესრულდა სალონიკისა და ვარშავის მიმართულებით.დღეს შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ ათასობით ადამიანი მოგზაურობს.შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 2016 წლის 7 დეკემბერს მიაღწიეს. სტრასბურგში კენჭისყრა თავდაპირველად იანვარში დაინიშნა, შემდეგ კი თებერვლისთვის გადაიდო.
 
2016 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტარების წინაშე ანგარიშით წარდგა საქართველოს საკითხზე თანამომხსენებელი, ბულგარელი დეპუტატი მარია გაბრიელი. ამას მოჰყვა კენჭისყრა, სადაც ევროდეპუტატებმა თითქმის ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციას.
 
533 მომხრე, 66 წინააღმდეგი, 28-მ თავი შეიკავა, – ასეთი იყო ისტორიული შედეგი, რომელიც ევროპარლამენტის ტაბლოზე დაფიქსირდა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...