მთავარისიახლეებიზუსტი გადაწყვეტილებები, ალბათ, ამ კვირაში იქნება, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას - გამყრელიძე NCDC-სა...

ზუსტი გადაწყვეტილებები, ალბათ, ამ კვირაში იქნება, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას – გამყრელიძე NCDC-სა და ლუგარის ლაბორატორიისთვის დახმარების შეჩერებაზე

Published on

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC)და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. აღნიშნულ საკითხზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. “მთავართან” კომენტარი არ გააკეთა მინისტრმა, ასევე, NCDC-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ. დაავადებათა კონტროლია ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე უდასტურებს.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრი გახლავთ სტრატეგიული დაწესებულება, მარტო ლუგარი ხომ არ არის, კი ლუგარი არის მოთავე ლაბორატორია NCDC-ს თორემ ამის გარეშე ქვეყანაში ამერიკელების დახმარებით შექმნილია ლაბორატორიული ზედამხედველობის ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს 22 ლაბორატორიას, მათ შორის 10 არის NCDC-ს და 12 არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ, ე.წ. ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით მუშაობს, ეს არის ცხოველთა, ადამიანთა და მცენარეთა ჯანმრთელობა, ეს არის ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. საუბარია რომ შეჩერდეს, თუ დაპაუზდეს თუ როგორც არის მე არ ვიცი, ზუსტი გადაწყვეტილებები ალბათ ამ კვირაში უფრო იქნება, რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას, მე მაინც მგონია, რომ შეიძლება რადგან ეს ჯანმრთელობას ეხება და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, არ გაავრცელონ ჩვენმა მთავარმა პარტნიორებმა”, – ამბობს გამყრელიძე.

სიახლეები

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...

23-25 დეკემბრის ამინდის პროგნოზი მთელ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით...

“არ არის ცხადი, ვინ ვის დაესხა თავს” – ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ცხადი არ არის, ვინ ვის დაესხა...

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა,...