მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინის ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი იზოლატორში გარდაიცვალა

უკრაინის ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი იზოლატორში გარდაიცვალა

Published on

რუსეთში, უკრაინის ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი პაველ კუშნირი 39 წლის ასაკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული ბიურო ავრცელებს.

შემთხვევა რუსეთის ებრაული ავტონომიური ოლქის ქალაქ ბირობიჯაში მოხდა. რუსი აქტივისტი 39 წლის იყო. ის 27 ივლისს უკრაინის ომის გასაპროტესტებლად დაწყებული მშრალი შიმშილის შედეგად გარდაიცვალა.

პაველ კუშნირი ფილარმონიაში მუშაობდა. მან გამოაქვეყნა წიგნი, სადაც გმობდა ომს. გარდა ამისა, მას ანტიფაშისტური ხასიათის YouTube არხიც ჰქონდა.

კუშნირი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის კრიტიკისთვის დააკავეს. მისი დაკავების შესახებ პირველად სოციალურ ქსელ Вконтакте-ზე გვერდმა, სახელით „არატიპური ბირობიჯანი“ გამოაქვეყნა. გვერდის წევრების თქმით, კუშნირი მაისის ბოლოს ФСБ-მ დააკავა, რომელმაც კუშნირის ნივთებში FBI-ს აგენტის თვითნაკეთი მოწმობა აღმოუჩინა. კუშნირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდების მუხლით აღიძრა.

კუშნირის სიკვდილის შესახებ მისი მეგობრისგან, მუსიკოსი ოლგა შკრიგუნოვასგან და „მჯდომარე რუსეთის“ პროექტის ხელმძღვანელისგან, ოლგა რომანოვასგან გახდა ცნობილი.

სიახლეები

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ...

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

ფოთში მატარებლის ვაგონის ავზიდან, 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარეს დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი...