"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ არის საუბარი.საია-ს წარმომადგენლები, რამდენიმე რეგიონში ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ, რის შედეგადაც ისინი კანდიდატურებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხსნიდნენ.დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ხელი მიუწვდებოდათ სამაგიდო სიებზე, რომლებიც მხოლოდ არჩევნების დღეს არის საჯარო და ისიც ყველასთვის არა.სამომავლოდ ხარვეზების თავიდან ასაცილებლად, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" რეკომენდაციებსაც გაასაჯაროებს.„იყო გამოკვეთილი, რომ მთავარი მმართველი პარტია იყო დომინირებულ მდგომარეობაში. დავინახეთ პრობლემები სამ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და სამეგრელოს რეგიონები.ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ძირეული რეფორმა განხორციელდეს“ -აცხადებს საიას საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ლელა ტალიური.
სიახლეები
მსოფლიო
მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა
მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...
მსოფლიო
ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...
საზოგადოება
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა.
სახელმწიფოს...
საზოგადოება
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...