მთავარისიახლეებიშაბათ-კვირას საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

შაბათ-კვირას საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

Published on

27-28 ივლისს საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი, meteo.gov.ge-ის თანახმად ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც.

27 ივლისს – შაბათს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +19,+24°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +14,+19°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +10,+15°, დღისით +18, +23°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +24,+29°; მთაში ღამით +13, +18°,დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +9,+14°, დღისით +17, +22°.

28 ივლისს – კვირას დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +18, +23°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელი ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +19, +24°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +13, +18°.

27-28 ივლისს თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +20°.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...