მთავარისიახლეებიპოლიტიკასპეკულირება გირგვლიანის სახელით – როგორ ფუთავს ხელისუფლება ”პუტინ-ივანიშვილის შესწორებებს”

სპეკულირება გირგვლიანის სახელით – როგორ ფუთავს ხელისუფლება ”პუტინ-ივანიშვილის შესწორებებს”

Published on

კანონში შესატან შესწორებებს გირგვლიანის სახელი კი არა, ”პუტინ-ივანიშვილის შესწორებები” უნდა ერქვას, – ასე აფასებს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე უმრავლესობის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს. 
 
“მმართველი პარტია ცინიკურად სპეკულირებს გირგვლიანის სახელით, როცა კანონპროექტს მის სახელთან აკავშირებს.
ისეთ ვითარებაში, როცა ფეხქვეშ არის გათელილი სასამართლო სისტემა, არ გამოძიებულა ქვეყანაში მომხდარი რეზონანსული დანაშაულები, რომლებიც თანამდებობის პირების მიერ იქნა ჩადენილი ან მათ მიერ ხდებოდა დამნაშავეებზე ხელის დაფარება, როცა საარჩევნო პროცესში „ოცნება“ იყენებდა კრიმინალურ ელემენტებს და ქვეყანა ნელ-ნელა ემსგავსება პუტინის რუსეთს, უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ ეს ცვლილებები ”პუტინ-ივანიშვილის” შესწორებების სახელით ყოფილიყო მოხსენიებული“, – აცხადებს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე. 
 
შეგახსენებთ, რომ “გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 12 მუხლში ცვლილებები შევა და აგრეთვე, კოდექსსდაემატება 2 ახალი მუხლი,  რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი, ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას. წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას.
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...