მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს შსს სწავლობს

ზუგდიდის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს შსს სწავლობს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სსკ 126-ე მუხლის თანახმად, რომელიც ცემას გულისხმობს, ითვალისწინებს  ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე,  ექვსი თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.
დაპირისპირება  ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დაფუძნების საკითხის განხილვას მოყვა.„ევროპული საქრთველოს“ წევრი ბათლომე შელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.ორივე დეპუტატს სახისა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნებათ, საკრებულოს თავმჯდომარემ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...