მთავარისიახლეებისაზოგადოებაგერმანია კიევის ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია კიევის ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

Published on

გერმანია 10 მილიონ ევროს გამოყოფს “ოჰმატდიტის” ბავშვთა საავადმყოფოს აღდგენისთვის. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

8 ივლისს უკრაინის რამდენიმე ქალაქზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, რომელთაგან ერთი კიევის ბავშვთა კლინიკას დაეცა, 44 ადამიანი დაიღუპა.

გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხები მოხმარდება საავადმყოფოს სამუშაო მდგომარეობაში სწრაფად დაბრუნებას და შენობის ზამთარში გამოსაყენებლად მომზადებას. საუბარია, კერძოდ, საავადმყოფოს ფასადების, სამკურნალო ოთახების შეკეთებასა და მოვლა-პატრონობაზე, ასევე ელექტროენერგიისა და სითბოს მიწოდებაზე.

“არ უნდა შევეგუოთ და არ შევეგუებით რომ ეს ადგილი კიბოთი დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ უკრაინაში აღარ არსებობს. ჩვენ უკრაინის მთავრობას შევთავაზეთ დახმარება საავადმყოფოს რეკონსტრუქციაში, რათა ბავშვებმა კვლავ სწრაფად მიიღონ საჭირო მკურნალობა”, – თქვა მინისტრმა, სვენია შულცმა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...