მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპზე თავდამსხმელმა 7-ჯერ სროლა მოასწრო - ვინ არის 20 წლის სნაიპერი

ტრამპზე თავდამსხმელმა 7-ჯერ სროლა მოასწრო – ვინ არის 20 წლის სნაიპერი

Published on

პირი, რომელმაც პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნა დონალდ ტრამპს, განეიტრალებულია. ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს, მაგრამ მანამდე სნაიპერმა 7-ჯერ გასროლა მოასწრო, რასაც კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა, თავად ტრამპი კი მსუბუქად, ყურში დაიჭრა. 

დონალდ ტრამპი შემთხვევის ადგილიდან გაძლიერებული დაცვის თანხლებით გაიყვანეს. მოგვიანებით მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ჰოსპიტალი დატოვა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

“გასროლის ხმა გავიგონე, მერე კი ვიგრძენი, როგორ გახვრიტა ტყვიამ კანი”, – “წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ ჩვენ ქვეყანაში მოხდა”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

20 წლის თომას მეთიუ კრუსკი – დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი ამოცნობილია. ის საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებმა მოკლეს. ცნობილია, რომ სნაიპერი შენობის სახურავზე იმყოფებოდა და ტრამპის გამოსვლის ადგილიდან (ტრიბუნიდან) ასიოდე მეტრით იყო დაშორებული. შემთხვევის ადგილზე AR ტიპის იარაღია აღმოჩენილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, მისი მოტივი უცნობია. 

მოხარული ვარ, რომ ტრამპი კარგადაა, ვლოცულობ მისთვის – ჯო ბაიდენი

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...