მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდღეს გალის შეხვედრაზე საოკუპაციო საზღვარზე ბოლო ერთი თვის მოვლენებსა და გიგა...

დღეს გალის შეხვედრაზე საოკუპაციო საზღვარზე ბოლო ერთი თვის მოვლენებსა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე იმსჯელებენ

Published on

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
 
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამახვილდება. 
 
„ამ საქმეს, მოგეხსენებათ, რომ ლოგიკური გაგრძელება არ მოყოლია, ამიტომ საერთაშორისო მონაწილეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ აუცილებელია ბრალდებულის დასჯა და ამ საქმის ლოგიკურ ჭრილში დაბრუნება“, – განაცხადა ქემოკლიძემ. 
 
გარდა ამისა, დღეს მხარეები ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის გიორგი ზარანდიასა და მიხეილ წურწუმიაზეც ისაუბრებენ.
 
საუბარი საოკუპაციო ხაზზე, მიმდებარე ტერიტორიასა და ზოგადად, რეგიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხება

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...