მთავარისიახლეები"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში შეტანილ სადავო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა

“დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში შეტანილ სადავო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა

Published on

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ “დაგროვებითი პენსიის” შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე პაკეტს დღეს ხელს ის მოაწერს. სადავო ცვლილებებს ხელი პრეზიდენტმა არ მოაწერა.

კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

“საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ პაკეტი „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს მას, ანუ ვეტო არ არის. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა ვეტოებთან დაკავშირებით, რომ არგუმენტად „იმიტომ“ იყო მოყვანილი, როგორც ჩანს, ამჯერად „იმიტომ“ არგუმენტით არ სურდა ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მდივანს პარლამენტში მოსვლა და ამიტომ ხელი არ მოაწერა მას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მე მოვაწერ ამ კანონს დღეს ხელს”, – თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა “დაგროვებითი პენსიის” შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით 27 ივნისს მიიღო

სიახლეები

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...

გიორგი ჭიღლაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა

18 ივლისს თელავში ქორწილში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5...

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...